Thumbnail

‘ამას სერიოზულად მეკითხებით?’ - ნადალი ცოლზე დასმულმა კითხვამ გააბრაზა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალი პრესკონფერენციაზე იტალიელ ჟურნალისტს გაუბრაზდა
  • კითხვა მის წაგებასთან ქორწინების კავშირს ეხებოდა

ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ალექსანდერ ზვერევთან მარცხის შემდეგ, რაფაელ ნადალმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რაფა ნადალმა და ჩისპა პერელომ ოქტომბერში იქორწინეს

ერთ-ერთი კორესპონდენტის კითხვამ ესპანელი ძალიან გააბრაზა. ეს იყო იტალიელი ჟურნალისტი უბალდო სკანაგატა, რომელმაც რაფას მარცხი მის ქორწინებას დაუკავშირა. შეგახსენებთ, რომ ნადალმა 19 ოქტომბერს იქორწინა ჩისკა პერელოზე, რომელთან ერთადაც 15 წელია ცხოვრობს.

“დღეს თქვენ უჩვეულოდ ბევრი პრობლემა გქონდათ. სხვა დროს, ასეთ შეცდომებს არ უშვებთ ხოლმე. ქორწინება ადამიანებს კონცენტრაციას აკარგვინებს ხოლმე. მინდა გკითხოთ, ახლა მთლიანად ჩოგბურთზე ხართ კონცენტრირებული?” - ჰკითხა იტალიელმა რაფას.

ნადალმა თავიდან ვერ დაიჯერა, რომ ეს კითხვა მართლა დაუსვეს: “ამას სერიოზულად მეკითხებით, თუ ხუმრობაა? ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის, ბეჭედს ვატარებ, თუ არა. ამ მხრივ საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. იქნებ თქვენს შემთხვევაში იყო განსხვავება? რამდენი ხანია, რაც დაქორწინებული ხართ?”

ჟურნალისტმა უპასუხა, რომ 30 წელია, დაქორწინებულია და მანამდე, მეუღლესთან ერთად 5 წელი ცხოვრობდა.

“აჰ, შესაძლოა, მანამდე საკმარისად თავდაჯერებული არ იყავით” - დასძინა ნადალმა და პრესკონფერენციაზე ბევრი აცინა, - ახლა კი დროა, ესპანურ კითხვებზე გადავიდეთ, რადგან ეს სისულელეა. დიდი მადლობა!”

კომენტარები

ბოლო ამბები