Thumbnail
  • მემფის დეპაის პრემიერლიგაში აქამდეც უთამაშია
  • ლონდონებს მისი შეძენა იანვარშივე სურთ

Mirror-ის ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინოს მემფის დეპაის დამატება სურს. არგენტინელ სპეციალისტს სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ჰოლანდიელის ყიდვა იანვარშივე უნდა. 

პოჩეტინოს დეპაის დამატება იანვარშივე სურს

ლონდონის ტოტენჰემი პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. ინგლისურმა კლუბმა დიდი ანგარიშით წააგო გასულ თვეში ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბაიერნთან (2:7). 

მიუხედავად ამდენი პრობლემისა, სონი და ჰარი კეინი მაინც კარგად გამოიყურებიან, მათ ჯამში 18 გოლი გაიტანეს, თუმცა, როგორც ჩანს, მაურისიოს შეტევითი პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა სურს და მზადაა, ჰოლანდიელში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მემფის დეპაი 2015-17 წლებში მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა

მემფის დეპაის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი 2015 წელს პსვ-იდან 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა. 25 წლის ფეხბურთელის ინგლისური კარიერა არ აეწყო და 2017 წელს ფრანგულ ლიონში გადავიდა. 

დეპაი მიმდინარე სეზონში გამორჩეულია. მან ლიგა 1-ის 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა,  თანაგუნდელს კი ერთხელ გაატანინა. ჰოლანდიელი კარგია ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მან 4 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები