Thumbnail

'ყველაფერი გადაწყვეტილია' - როი კინმა ლივერპულის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კვირას ლივეპრულმა უშუალო მეტოქე - მანჩესტერ სიტი ენფილდზე 3:1 დაამარცხა და ახლა, ცხრილში 2 გუნდს შორის სხვაობა - 9 ქულას უდრის. მატჩის შემდეგ Sky Sports-ის სტუდიაში - ჟოზე მოურინიომ, ვენსან კომპანიმ, გრემ სუნესმა და როი კინმა ისაუბრეს.

"ლივერპული შესანიშნავი გუნდია, მათი თამაში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერ ნოემბერია, ჯერ კიდევ დიდი დროა მაისამდე და დასრულებული არაფერია." - განაცხადა სიტის ყოფილმა კაპიტანმა - ვენსან კომპანიმ, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა.

თუმცა კომპანის ნათქვამს იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი - როი კინი არ დაეთანხმა "კი, ჯერ ადრეა, თუმცა ყოველთვის ეტყობათ გუნდებს დასაწყისში ის, რის გამოც შემდეგ ჩემპიონები ხდებიან - შეხედეთ ლივერპულის გასახდელს, გუნდის ხასიათს, გუნდის ფორმას... ვფიქრობ ყველაფერი გადაწყვეტილია." - ამბობს კინი.

კომენტარები

ბოლო ამბები