Thumbnail
  • თბილისი ორი პრესტიჟული ტურნირისთვის ემზადება
  • 2020-ში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 2021-ში - ევრობასკეტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პრესკონფერენცია გამართა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა. კერძოდ,  20-წლამდელთა ვეროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონის და 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობაზე. ორივე ტურნირი თბილისში უნდა გაიმართოს. გურასპაულმა განაცხადა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან კონტრაქტი გაგრძელებულია - მომავალ ევრობასკეტზე გუნდს კვლავ ბერძენი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მალე გადაწყდება, სად უნდა აშენდეს ევრობასკეტის მასპინძლობისთვის განკუთვნილი არენა.

📺 ვიდეო: პაატა გურასპაულის პრესკონფერენცია

პაატა გურასპაული (საქართველოს კალაბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

“2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილი გვქონდა და საბედნიეროდ, ეს ასეც იქნება. ეს საკითხი კიოლნში ოფიციალურად დადასტურდა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენი ფედერაციისთვის. ტურნირი დაახლოებით 10 ივლისიდან დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები თბილისში ჩატარდება.

20-წლამდელთა ჩემპიონატი იქნება გენერალური რეპეტიცია მთავარი ფირუმისთვის, რომელიც 2021 წელს, ასევე თბილისში ჩატარდება. რა თქმა უნდა, ევრობასკეტის ჯგუფს ვგულისხმობ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამ საუკეთესო გუნდში მოხვდეს და გადავიდეს ა დივიზიონში. ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, ეს უნდა შევძლოთ. 

რაც შეეხება ევრობასკეტისთვის მზადების პროცესს: ახალი არენის მშენებლობასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა. მალე გადაწყდება, სად უნდა აშენდეს ახალი არენა. რაც შეეხება ვადებს: სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. ასე რომ, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა.

ვეძებთ თუ არა ახალ ნატურალიზებულ გამთამაშებელს ევრობასკეტოსთვის? მანამდე ორი წელია, დიდი დროა და რთულია დღეს ამაზე ლაპარაკი. ძიების პროცესში ყოველთვის ვართ, თუმცა დღეს ეს საკითხი არ არის აქტუალური. ასევე ვიტყვი, რომ ილიას ზუროსთან კონტრაქტი გახანგრძლივებულია და ის ევრობასკეტზე უთავკაცებს საქართველოს ნაკრებს”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები