Thumbnail

ტრანსფერი შედგა! ისტორიული, ქართული გოლი კანადის ჰოკეის ლიგაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თემო ვედიაპინი პირველი ქართველია, რომელმაც კანადაში ითამაშა
  • ქართველმა ჰოკეისტმა კანადის ახალგაზრდულ ლიგაში უკვე მოასწრო გოლის გატანა

ერთი წლის წინ ვწერდით, რომ ქართული ჰოკეის ისტორიაში ძალიან დიდი ტრანსფერი შედგა და ქართველი ჰოკეისტი თემო ვედიაპინი კარიერას კანადურ გუნდში აგრძელებდა.

სამწუხაროდ, სავიზო პრობლემების გამო, თემო ვედიაპინი მანივაკის მუსტანგებს მხოლოდ 2 კვირის წინ შეუერთდა, თუმცა სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ მან პირველივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით ძალიან სასიხარულო ინფორმაციით📣📣📣 საქართველოს ყინულის ჰოკეის ისტორიაში ადგილი გვაქვს...

Posted by საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია - Georgian Ice Hockey Federation on ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2019

ვედიაპინმა პოპსპორტთან კანადაში ტრანსფერზე და სადებიუტო გოლზე ისაუბრა. ქართველი ჰოკეისტი საქართველოს ნაკრების წევრიცაა. ის იმ შემადგენლობაში თამაშობდა, რომელმაც ჰოკეის მესამე დივიზიონი მოიგო.

თემო ვედიაპინი: "2 კვირაა, რაც კანადაში ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. კერძო სახლში ვცხოვრობთ 8 თანაგუნდელი, რამაც ძალიან გამიმარტივა მათთან ურთიერთობაში შესვლა. კანადურ მხარეს, კერძოდ გუნდის მფლობელს, ერიკ გოტიეს ადვოკატის აყვანა მოუწია, რათა ჩემთვის ვიზა მოეცათ, რაც ძალიან სასაცილოდ ჟღერს. სადებიუტო მატჩში გოლი გავიტანე და ეს ძალიან მახარებს."

კომენტარები

ბოლო ამბები