Thumbnail
  • საბა გიგიბერია გაისად NCAA-ში ითამაშებს
  • ქართველი ცენტრი ჯორჯია ტექის წევრი გახდება

216 სმ. სიმაღლის ცენტრი საბა გიგიბერია NCAA-ს ცნობილ გუნდში ჯორჯია ტექში (ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ჩაირიცხა. "ყვითელი ჟაკეტების" წევრი საბა 2020 წლიდან გახდება. 

აი, რას ამბობს უმაღლეს სკოლაში მისი მწვრთნელი ჯოი ფუკა: "საბა ნიჭიერი მოთამაშეა. მას შეუძლია ფარქვეშიდან პერიმეტრზე გასვლა და იქ თამაშიც. მას მაღალი დონის პასები აქვს საკალათბურთო IQ-ს გამო. ჯორჯია ტექს ის ძალიან კარგად შეეწყობა".

საბამ უნივერსიტეტს წინასწარი თანხმობა მისცა. 2020 წლის 4-ვარსკვლავიანმა ტალანტმა რამდენიმე წინადადება მიიღო, მათ შორის, გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისისგან, მაგრამ ჯორჯიული ინსტიტუტი შეარჩია. 

გიგიბერია ამჟამად კალიფორნიული ნაპას პროლიფიკ პრეპის წევრია. From The Rumble Seat წერს, რომ გიგიბერია ფაჩულიას გზას ადგას და ქართველი NBA-ს კარის შეღებას ჯორჯიიდან შეეცდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები