Thumbnail

ულტიმატუმი ანჩელოტის – კარლოს ბედი მილანთან და ლივერპულთან მატჩებში გადაწყდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კარლო ანჩელოტი ურთულესი მისიის წინაშე დგას
  • ნაპოლის ახალ თავკაცად ჯენარო გატუზო მოიაზრება

იტალიური ნაპოლის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სიტუაციის გამოსასწორებლად ორმატჩიანი ვადა მისცა.

Football Italia-ს ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს თანამდებობის დატოვება მოუწევს, თუკი ნეაპოლელები სერია A-ს მე-13 ტურში – მილანს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლივერპულს ვერ მოუგებენ.

აღსანიშნავია, რომ კარლოს ვადაზე ადრე დათხოვნის შემთხვევაში, ნაპოლის მისთვის 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ანჩელოტის შემცვლელად მილანის ექს-თავკაცი ჯენარო გატუზო მოიაზრება.

ცნობისთვის, ნეაპოლურ კლუბს ყველა ტურნირზე ერთად აღებული უკვე 5 მატჩია არ მოუგია. შედეგად, ნაპოლის იტალიის ჩემპიონატის 12 ტურის თავზე მხოლოდ მე-7 ადგილი უკავია.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები