Thumbnail

ბებია თუ ბრიტანელი კომიკოსი? მესის ტატუმ მხიარულება გამოიწვია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნოელ ფილდინგმა ლეოს ზურგზე საკუთარი თავი ‘ამოიცნო’
  • არგენტინელი ვარსკვლავი ფეხბურთზე ბებიამ მიიყვანა

ლიონელ მესის ტატუმ, რომელიც მას ზურგზე აქვს გაკეთებული, სოციალურ ქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია. ყველაფერი ცნობილი ბრიტანელი კომიკოსის ნოელ ფილდინგის ტვიტს მოჰყვა, სადაც მან ტატუში საკუთარი თავი “ამოიცნო”.

ცნობილია, რომ არგენტინელმა ვარსვლავმა აღნიშნული ტატუ ბებიას მიუძღვნა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით მოიხსენიებს ხოლმე. მოგეხსენებათ, ლეო გოლის გატანის შემდეგ თითებს ზეცისკენ მიმართავს და ამით მადლობას ბებიას “ეუბნება”.

ნოელ ფილდინგი

“დიახ, ეს ჟესტი სწორედ ამას ნიშნავს. ფეხბურთზე ბებიამ მიმიყვანა და სამწუხაროა, რომ ცოცხლად ვეღარ ხედავს, რამდენს მივაღწიე. ყველაფრის მიუხედავად, ის მე და ჩემს ოჯახს ზეციდანაც გვეხმარება” - ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელს.

აღნიშნული ტატუს საკითხი წინა პლანზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ფილდინგმა მესის ზურგიდან გადაღებული ვიდეო გამოქვეყნა და კომენტარიც დაურთო: “ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მესი სხეულზე ჩემს ტატუს დაიტანდა”.

თუკი ბრიტანელი მსახიობის ფოტოს ნახავთ, მიხვდებით, რომ აღნიშნული ამბავი თითიდან გამოწოვილი სულაც არაა...

კომენტარები

ბოლო ამბები