Thumbnail
  • მერაბ დვალიშვილმა მსოფლიოს ჩემიონატზე ფინალი წააგო
  • საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ კორეაში 11 მედალი მოიპოვა

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოში მიმდინარე ტურნირის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

დვალიშვილმა ძალები 68 კგ-მდე წონით კატეგორიაში სცადა და ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა (კოლმბიელ, თურქმენ, ლიტველ და ყაზახ მეტოქეებს აჯობა), იქ კი, რუს სტეფან კობენოვთან 1:4 დამარცხდა.

📺 მერაბ დვალიშვილი - იერლან მახმუტოვი (ყაზახეთი) 1/2-ფინალი

აღსანიშნავია, რომ მერაბის მედალი ისტორიულია, რადგანაც აქამდე, საბრძოლო სამბოში ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე არ ასულა.

დღესვე, სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში მყოფი ქართული დელეგაციის წევრებმა მონაგარს კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი შემატეს, ოღონდ, საჭიდაო სამბოში.

წარმატებას ბექა ბერულავამ (82 კგ.), ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ.) და ელენე ქებაძემ (+80 კგ.) მიაღწიეს.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში, რუსეთის შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები