Thumbnail
  • კიდევ ერთი ტრაგედია კრივში
  • ავსტრალიელი დუაიტ რიჩი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
  • 2019 წელს ის მეხუთე გარდაცვლილი მოკრივეა

კრივის სამყარო კიდევ ერთ სპორტსმენს გლოვობს! 27 წლის ავსტრალიელი მოკრივე დუაიტ რიჩი სპარინგის დროს გარდაიცვალა. ‘დეილი მირორის’ ინფორმაციით, რიჩი მაიკლ ზერაფასთან სპარინგობდა, რა დროსაც მძიმე დარტყმა მიიღო. რიჩი თავის დაეცა და გონება დაკარგა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - 7News Australia-ს ინფორმაციით, რიჩი რინგზე გარდაიცვალა.

დუაიტ რიჩი (მარცხნივ) ბავშვობაში ორჯერ გადაურჩა სიმსივნეს

ავსტრალიელის პრომოუტერმა ჯეიკ ელისმა ტრაგიკული ამბავი დაადასტურა: “შოკირებულები ვართ, დუაიტ რიჩი გარდაიცვალა. ჩემთვის, როგორც დუაიტის პრომოუტერისთვის და მისი მეგობრისთვის, გაუგებარია, რა მოხდა დღეს. დუაიტი ერთ-ერთი უდიდესი ავსტრალიელი ტალანტი იყო. RIP კავბოი, მუდამ გვემახსოვრები და მოგვენატრები,” - დაწერა ელისმა ფეისბუქზე. მანვე, სოციალურ ქსელში დაიწყო საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც რიჩის 3 შვილისთვის ფულის შეგროვებას იწყებს.

5 გარდაცვლილი მოკრივე 2019 წელს

წელს კრივში ეს უკვე მეხუთე ტრაგიკული შემთხვევაა. ოქტომბერში ამერიკელი პატრიკ დეი გარდაიცვალა, ივლისში არგენტინელი უგო სანტილიანი და რუსი მაქსიმ დადაშევი, სექტემბერში კი - ბულგარელი ბორის ველიშკოვი.

პატრიკ დეი

პატრიკ დეის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დისკუსიები იმის შესახებ, რომ კრივში ბევრი რამ არის შესაცვლელი. საუბრობენ ჩაფხუტის აუცილებლობაზე და იმაზეც, რომ მოკრივეები წელიწადში მხოლოდ ერთხელ იტერებენ თავის გამოკვლევას.

კომენტარები

ბოლო ამბები