Thumbnail

ზივზივაძის მე-6 გოლი უნგრეთში - ქართველი წაგებას გადაურჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზალაეგერსეგი 1:1 მეზოკოვეშდი
  • ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მე-6 გოლი გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ზალაეგერშეგიმ ბუდუ ზივზივაძის მეზოკოვეშდს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა - შეხვედრის მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში რიგით მე-6 გოლი გაიტანა.

მასპინძლებს მატჩის მოგება მარტივად შეეძლოთ, თუმცა ზივზივაძის გუნდი გადარჩა და ქულა მოიპოვა - ზალაეგრშეგიმ ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ზივზივაძის გუნდს 24 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს. ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო ტურში კაპოშვარის წინააღმდეგ ითამაშებს.

Zivzivadze gólja a ZTE ellen

Jó csatárnak szerencséje van? Budu Zivzivadze már 6 gólos a szezonban (11 mérkőzésen), a Mezőkövesd légiósa sorozatban harmadik bajnokiján volt eredményes. Debrecen ✔️ Ferencváros ✔️ ZTE ✔️

Posted by M4Sport on შაბათი, 09 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები