Thumbnail
  • ეიბარი 0:4 რეალი
  • ბენზემა რეალის ისტორიაში მე-6 მეგოლეა

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის რეალი ეიბარს ესტუმრა და 4:0 გაიმარჯვა. სანამ ბარსელონა ითამაშებს, რეალი პირველია 25 ქულით, ეიბარს კი 15 ქულა რჩება.

მე-17 წუთზე ანგარიში ქარიმ ბენზემამ საკმაოდ მახვილი კუთხიდან გახსნა, თუმცა იმ მომენტში ეიბარის მეკარე წინ იყო გამოსული. შემდეგი ორი გოლი პენალტებით გავიდა - ჯერ სერხიო რამოსმა გაიტანა, შემდეგ ისევ ბენზემამ. მეორე ტაიმში ფედერიკო ვალვერდემ შორი მანძილიდან გაიტანა მასპინძელთა კარში.

საინტერესო ფაქტები

⚽ დუბლის შესრულების შემდეგ, ქარიმ ბენზემა რეალის ისტორიაში (ლა ლიგაში) გოლებით მე-6 ადგილზე გადავიდა, გაასწრო რა ფერენც პუშკაშს - 157.

⚽ ფედე ვალვერდემ ლა ლიგაში რეალის მაისურით კარიერის პირველი გოლი გაიტანა.

⚽ რეალმა ზედიზედ მეხუთე ოფიციალურ მატჩში შეინახა კარი მშრალად.

⚽ "იპურუაზე" ზინედინ ზიდანმა სამივე თამაში მოიგო (ბურთები - 10:2).

ეიბარი 0:4 რეალი

გოლები: 0:1 ბენზემა (17), 0:2 სერხიო რამოსი (20-პენ), 0:3 ბენზემა (29-პენ), 0:4 ვალვერდე (61)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე (72. ისკო) - ლუკას ვასკესი (81. დიასი), ბენზემა, აზარი (72. ვინისიუსი) 

კომენტარები

ბოლო ამბები