Thumbnail
  • საფრანგეთის TOP 14-ში ტულონისა და მონპელიეს მატჩი შედგა
  • შეხვედრაში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა მორაგბემ მიიღო

საფრანგეთის TOP 14-ის მე-9 ტურში ტულონმა მონპელიეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. მატჩი ფრედ 19:19 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა 4-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო: მამუკა გორგოძე ტულონის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობდნენ.

გუნდებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ჯარიმები გაიტანეს და ტულონმა 9:6 მოიგო. მეორე ტაიმში ტულონის ლელოს მონპელიემაც ლელოთი უპასუხა. სტუმრებმა ნახევარი 3 ქულით მოიგეს და, საბოლოოდ, ქულები გაიყვეს.

ტულონი TOP 14-ში 20 ქულით მე-5 ადგილზეა და მონპელიეს ერთი ქულით უსწრებს. რაც შეეხება, ქართველთა თამაშს. მსაჯმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლევან ჩილაჩავა გაასინბინა, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. ჩილაჩავამ ქართველთა მხრიდან მინდორზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.

ქართველები ტულონისა და მონპელიეს მატჩში

ტულონი: მამუკა გორგოძე 53-ე წუთზე შეცვალეს.

მონპელიე: კონსტანტინე მიქაუტაძე მოედნიდან 51-ე წუთზე გაიყვანეს, ხოლო ნარიაშვილი 7 წუთის შემდეგ. ჩილაჩავამ სინბინის შემდეგ 76-ე წუთამდე ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები