Thumbnail
  • რუსთავი 0:2 დინამო თბილისი
  • დინამოელებმა რუსთავში ქავთარაძისა და შიშკას გოლებით მოიგეს
  • ფელის ისენტეს გუნდი სატურნირო ცხრილში კვლავ გალიდერდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა რუსთავმა ჩემპიონობის პრეტენდენტი დინამო თბილისი მიიღო. ვინაიდან ეს ტური თბილისელთა მთავარმა კონკურენტმა დინამო ბათუმმა გამარჯვებით გახსნა, ფელის ვისენტეს შეგირდებს ცხრილში ლიდერობის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ.

რუსთავში გამართულ მატჩში, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დინამოელებმა გატანა მხოლოდ 76-ე წუთზე შეძლეს. რუსთავის საჯარიმოში ნიკა ნინუას მაღალი ჩაწოდების შემდეგ, ბურთს გიორგი ზარია პირველი დაუხვდა, რომელმაც ნოდარ ქავთარაძეს საგოლედ დაუგორა. ქავთარაძეს გატანა არ გასჭირვებია და ეროვნულ ლიგაში მე-4 გოლი მიითვალა.

დარჩენილ დროში დინამოელებმა რუსთავს მეორედაც გაიტანეს და ეს 89-ე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე შესულმა მიხაილო შიშკამ, არფან დაფეს პასით შეძლო. ეს შიშკას სადებიუტო გოლია ეროვნულ ლიგაში.

📺 რუსთავი 0:2 დინამო თბ (სრული მატჩი)

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. დინამო თბილისს 69 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. დინამო ბათუმი 67 ქულით მეორე ადგილზეა, მესამეზე კი საბურთალოა 64 ქულით.

დინამო თბილისს 24 ნოემბერს სტუმრად გორში, დილასთან უწევს შეხვედრა, ბოლო მატჩს კი 1-ელ დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს. რაც შეეხება ვარლამ კილასონიას გუნდს, რუსთავს 37 ქულა აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე რჩება. მომდევნო ტურში რუსთაველები სტუმრად ბათუმის დინამოს დაუპირისპირდებიან.

რუსთავი 0:2 დინამო თბ

გოლები: 0:1 ქავთარაძე (76'), 0:2 შიშკა (89').

რუსთავი (3-5-2): კულუა - გუჯაბიძე, ბუგულოვი (79' სიჭინავა), ნოზაძე - კაპანაძე, ვასაძე, ქოჩლაძე, ბაირამოვი (64' პავლოვი) ლაცაბიძე - სილაგაძე, ქავთარაძე.

დინამო თბ (4-1-4-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (70' ზარია) - პაპავა - ქავთარაძე (87' შიშკა), კუხიანიძე (60' დაფე), ნინუა, ქიმაძე - კუტალია.

📷 | fcdinamo.ge

კომენტარები

ბოლო ამბები