Thumbnail

სამბო | ლორიაშვილმა ფინალი წააგო - მსაჯი სტვენით გააცილეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დავით ლორიაშვილი ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა
  • მსაჯების გადაწყვეტილებას ქომაგები სტვენითა და ყვირილით შეხვდნენ

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს სამი მედალი მოიპოვა: ვახტანგ ჩიდრაშვილის ოქროსა და ლევან ნახუცრიშვილის ბრინჯაოს, დავით ლორიაშვილის ვერცხლის მედალიც მიემატა.

სამწუხაროდ, 100-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ლორიაშვილი რუს მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. დავითი ბრძოლას ქულით იგებდა, რის შემდეგაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ბოლო ქულის უპირატესობით ბრძოლას იგებდა. ერთ-ერთ მომენტში ქართველი არასწორი აქტიურობის გამო დასაჯეს, მეტოქეს 2 ქულა მიანიჭეს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილებას გადახედა და არაფერი შეცვალა. სამხრეთ კორეაში შეკრებილმა გულშემატკივარმა შეხვედრის არბიტრი სტვენითა და ყვირილით გააცილა.

საქართველოს ნაკრების ორი დღის შემდეგ 7 მედალი აქვს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები