Thumbnail

‘ბოდიში, რომ ეს ამბავი მოვკალი’ - იურგენ კლოპმა მბაპეს ტრანსფერზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლივერპულის ქომაგი კილიანის დამატებას აქტიურად ითხოვს
  • მათ იმედებს ხაზი გუნდის თავკაცმა იურგენ კლოპმა გადაუსვა 

იურგენ კლოპის ლივერპულში მისვლის შემდეგ, მერსისაიდულ კლუბს აღმავლობის პერიოდი აქვს. ინგლისურმა გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და აქედან ერთი მოიგო. 

კლოპის აზრით, ლივერპულს კილიანის შეძენა არ შეუძლია

ლივერპულის წარმატების შემდეგ კლუბს ბევრ ვარსკვლავ ფეხბურთელს უკავშირებენ. გასულ ზაფხულს მათ მაღალი კლასის მოთამაშე არ დაუმატებიათ. პრესაში ფიქრობენ, რომ ლივერპული დიდ ტრანსფერს ამზადებს. ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპის გუნდი კილიან მბაპეს შეძენას აპირებს.

ლივერპულს მბაპეს ყიდვა გაუჭირდება

სოციალურ ქსელში გაჩნდა კამპანია #Mbappe2020. ლივერპულის გულშემატკივრები ფრანგი ტალანტის ტრანსფერს 2020 წლის ზაფხულშივე ითხოვენ, თუმცა მათ იმედები იურგენ კლოპმა გადაუწურა.

"მსგავსი კალიბრის მოთამაშის ყიდვა რთულია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ კლუბს, რომელსაც კილიანის პარი სენ-ჟერმენიდან ყიდვა შეუძლია. სპორტული თვალსაზრისით, არ არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოაწეროს ხელი მბაპემ ლივერპულთან, თუმცა საქმე ფულს ეხება. მისი დამატების არანაირი შანსი არ არის. ბოდიში, რომ ეს ამბავი მოვკალი", - განაცხადა კლოპმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები