Thumbnail

ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველი სამბისტის მე-6 ოქრო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო
  • მან რუს სამბისტს მინიმალური სხვაობით მოუგო

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საბედნიეროდ, პირველი დღისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებმა მეორე საჭიდაო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.

ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელს, საიან ხერტეკს მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლევან ნახუცრიშვილი (74კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს სამხრეთ კორეაში 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს. ქართველ სამბისტთა ნაკრებს დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დავით ლორიაშვილი ფინალში იასპარეზებს.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიგო

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიგო სასწაული და ფანტასტიკური შედეგი - ფინალში დამარცხებული რუსი და მეექვსე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატიდან

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები