Thumbnail
  • პრომესი არსენალსა და ლივერპულს სურთ
  • აიაქსს ჰოლანდიელის შენარჩუნება გაუჭირდება

ქვინსი პრომესი წლევანდელ სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს. მან კარგად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის წინააღმდეგ, სადაც თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰოლანდიელს მატჩის შემდეგ ინგლისში გადასვლის თაობაზე კითხეს.

"თუ შანსი მექნება, მომავალში შესაძლებელია", - განაცხადა შემტევმა.

DailyMail-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელით ლონდონის არსენალი და ლივერპული ინტერესდებიან. პრომესით მერსისაიდული კლუბი დიდი ხანია ინტერესდება და სამი წლის წინ ტრანსფერის განხორციელებასაც ვარაუდობდნენ.

ქვისნი პრომესი ერთი სეზონი ლა ლიგაში თამაშობდა

ქვინსი დორტმუნდში ყოფნისას სურდა იურგენ კლოპსაც, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

ჰოლანდიელი 2018 წლის ზაფხულში სევილიას შეუერთდა და ლა ლიგაში 1 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ამსტერდამის აიქასში 14 მილიონი ფუნტი სანაცვლოდ გადავიდა.

პრომესს ჰოლანდიურ კლუბთან 5-წლანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის მიხედვითაც გუნდში 2024 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა აიაქსს მისი შენარჩუნება გაუჭირდება.

ნიკოლას პეპეს დამატების შემდეგ, არსენალმა ვერ ისარგებლა. ფეხბურთელი იმედებს ვერ ამართლებს. ლონდონში ქვინსის დამატებით შეტევის კიდევ უფრო გაძლიერება სურთ. 

პრომესმა ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თანაგუნდელს კი 2-ჯერ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები