Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალი აშშ-ში - უეფა ამაზე უკვე მუშაობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ოკეანის გაღმა გამართვაზე ფიქრობს
  • შესაძლოა, 2024 წლის ფინალი ნიუ ჯერსიში, "მეტლაიფ სთედიუმზე" ჩატარდეს 

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდეს. საუბარია 2023/24 წლების სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაზე და უეფა ამასთან დაკავშირებით კომერციულ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს. 

როგორც ირკვევა, პრიორიტეტულ ვარიანტად მატჩის ნიუ ჯერსიში, "მეტლაიფ სთედიუმზე" ჩატარება განიხილება, სადღეისოდ კი მოლაპრაკაებები საწყის სტადიაზეა. თუკი მხარეები შეთანხმებას შეძლებენ, 2024 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, ისტორიაში პირველად, ევროპის კონტინენტის გარეთ გაიმართება. 

ამერიკის შეერთებული შტატებში თამაში ევროპის წამყვანი კლუბებისთვის მიმზიდველი დიდი ხანია გახდა. არაერთი ევროპული გრანდი სეზონისწინა შეკრებას სისტემატურად სწორედ ოკეანის გაღმა ატარებს.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ლივერპულია. მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი თამაში კი სტამბოლში (თურქეთი) უნდა ჩატარდეს. გადაწყვეტილია, რომ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალს 2021 წელს სანკტ პეტერბურგი (რუსეთი) მიიღებს, 2022-ში - მიუნხენი (გერმანია), 2023 წელს კი - ლონდონი (ინგლისი).

კომენტარები

ბოლო ამბები