Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 95:80 მაიამი ჰიტი
  • დევისმა და ლებრონმა ლეიკერსს ზედიზედ მე-7 მატჩი მოაგებინეს
  • ლებრონ ჯეიმსმა 20 და მეტი ქულა NBA-ს მეათასე მატჩში მიითვალა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. სასტარტო მატჩში წარუმატებლობის შემდეგ, ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მაიამი ჰიტი ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის ჯამში 51 ქულის წყალობით დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 28:21 მოიგეს, მეორე კი განსხვავებული სცენარით წარიმართა და დიდი შესვენების წინ მაიამიმ ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება მოახერხა.

ამის შემდეგ ლეიკერსმა კვლავ მოახერხა წინ გასვლა - ამჯერად 10 ქულით და მატჩის ბედი აქ გადაწყვიტა კიდეც. ბოლო 12-წუთიან პერიოდში მასპინძლების უპირატესობამ კიდევ 3 ქულა შეადგინა, საბოლოოდ კი ანგარიში 95:80 დაფიქსირდა.

ენტონი დევისმა მაიამისთან თამაშიდან 17-ჯერ ესროლა და 11 ზუსტად

ლეიკერსის შემადგენლობაში ყველაზე შდედეგიანი ენტონი დევისი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა და 7 პასი), ერთით ნაკლები ქულა მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომელსაც ასევე 4 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. სტუმართა რიგებში 22 ქულით ჯიმი ბატლერი გამოირჩა.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 95:80 მაიამი (მიმოხილვა)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ლებრონ ჯეისი გახდა მესამე მოთამაშე, რომლის ანგარიშზე 1000 და მეტი მატჩია ისეთი, სადაც 20 და მეტი ქულა მიითვალა. ლეიკერსის ვარსკვლავის წინ ამ მაჩვენებლით მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი (1122 მატჩი) და კარლ მელოუნი (1134) არიან. 

საინტერესო ფაქტია, რომ ლეიკერსი ამ სეზონში არ აგებს იმ თამაშებს, რომლებშიც უკანახაზელი ალეკს კარუზო მონაწილეობს. კარუზომ, რომლის საშუალო სტატისტიკა 3,8 ქულა, 1,7 მოხსნა და 1,5 პასია, სწორედ კლიპერსთან სასტარტო შეხვედრაში არ ითამაშა, რომელიც ლეიკერსმა დათმო. მაიამისთან კი კალათბურთელს 6 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსს 8-იდან 7 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 11 ნოემბერს, შინ ტორონტოსთან გამართავს. მაიამი 6 მოგებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთში მეოთხეა და 13 ნოემბერს შინ დეტროიტს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები