Thumbnail
  • ლევან ბაჯელიძის გუნდი ფავორიტ იტალიასთან 0:6 დამარცხდა
  • საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დანიაში გამართავს

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ლევან ბაჯელიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი იტალიას სტუმრად, ბენევენტოში დაუპირისპირდა და 0:6 დამარცხდა. 

საქართველოს ორი გოლი დანიელა საბატინომ გაუტანა

იტალიელებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. სასუოლოს ფორვარდმა დანიელა საბატინომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ელენა ლინარიმ, ალია ჯუანიმ და კრისტინა ჯირელიმ გაიტანეს. მეორე ტაიმში თავი მარტინა როსუჩიმ გამოიჩინა.

იტალიელები ჯგუფს 5 მოგებით ლიდერობენ

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფში გამართული 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ქულა არ აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

რაც შეეხება მომდევნო მატჩს: საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები 12 ნოემბერს დანიაში, ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებს.

იტალია 6:0 საქართველო

გოლები: 1:0 ლინარი (10), 2:0 ჯუანი (24), 3:0 ჯირელი (27), 4:0 საბატინო (32), 5:0 საბატინო (46), 6:0 როსუჩი (51)

იტალია (4-4-2): ჯულიანი - ჯუანი, გამა (29. ფუზეტი), ლინარი, ბარტოლი - გალი, როსუჩი (61. კარუზო), ჯულიანო, ჩერნოია - საბატინო (53. რინალდი), ჯირელი. 

საქართველო (5-4-1): გაბუნია - პასიკაშვილი, კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, რაუხი - ბაქრაძე, თოდაძე, მატვეევა (72. ჩემინავა), ჭყონია (54. მ. დანელია) - ჭიჭინაძე (85. ნ. დანელია).

გაფრთხილება: პასიკაშვილი (49), თოდაძე (80)

 

კომენტარები

ბოლო ამბები