- 11 ნოემბრიდან ეკრანებზე
- 'Class of 92' - ის პროდუსერებისგან...
'Class of 92' - ის პროდუსერებმა, რეჟისორის - ჯო პირლმანის დახმარებით მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც კლუბის ლეგენდარულ შოტლანდიელ მწვრთნელს - სერ მეტ ბასბის უკავშირდება.
ამ მოკლე ტიზარში ბობი ჩარლტონი ყვება თუ როგორ გამოიძახეს ის პირველ გუნდში "ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი დღე, როდესაც მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში არ მინდოდა..." - ამბობს სერ ბობი ჩარლტონი, იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი.
'ბასბი' ეკრანებზე 11 ნოემბრიდან გამოვა, ხოლო ვებ-გვერდებზე 15 ნოემბრიდან გამოჩნდება.
კომენტარები