Thumbnail

წარმოდგენა პრადოში - ესპანელებმა შემადგენლობა მუზეუმში დაასახელეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რობერტო მორენომ შემადგენლობა მუზეუმში გამოაცხადა
  • ესპანელებს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცედურას საკმაოდ ორიგინალური სახე ჰქონდა. ესპანელთა თავკაცმა რობერტო მორენომ სია მადრიდის ცნობილ მუზეუმ პრადოში წარმოადგინა, რომელიც 200-წლოვან იუბილეს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 15 ნოემბერს კადისში მალტას უმასპინძლებს, 18-ში კი მადრიდში რუმინეთს დაუხვდება.

მორენოს შეგირდებს 8 ტურის თავზე 20 ქულა აქვთ და F ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, ამასთან ფინალურ ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვთ.

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი), პაუ ლოპესი (რომა).

მცველები: დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე – რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), ხოსე გაია (ვალენსია), ხუან ბერნატი (პსჟ), ინიგო მარტინესი (ბილბაო), რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი (ორივე – ვილიარეალი).

ნახევარმცველები: სანტი კასორლა (ვილიარეალი), სერხი ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), საული (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი).

ფორვარდები: ჟერარ მორენო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), როდრიგო (ვალენსია), პაკო ალკასარი (დორტმუნდი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (დინამო ზაგრები).

კომენტარები

ბოლო ამბები