Thumbnail
  • ტურინელთა ნახევარმცველმა მოსკოვის ლოკომოტივის კარში გატანილ გოლზე ისაუბრა
  • ბოლო მომენტში ბურთს უელსელი რომ არ შეხებოდა, გოლი კრიშტიანოს ჩაეთვლებოდა  

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი აარონ რემზი კრიშტიანო რონალდოს ბოდიშს უხდის გოლისთვის, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის კარში გაიტანა. 

მეტი ამ თემაზე: იუვენტუსი პლეი ოფშია - დუგლას კოშტას გოლი-შედევრი მოსკოვში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში გაიმართა, ანგარიში უელსელმა ნახევარმცველმა მას შემდეგ გახსნა, რაც სტანდარტული მდგომარეობიდან რონალდომ დაარტყა.

ლოკომოტივის მეკარე მარინატო გილერმე ბურთს დაუხვდა, მაგრამ შემდეგ ხელებიდან გაუვარდა, ფეხებშორის გაუძვრა. ბურთი კარისკენ მიგორავდა, როდესაც მას ხაზზე აარონ რემზიმ მიუსწრო და დაამატა. შესაბამისად, გოლიც ამ უკანასკნელს ჩაეთვალა.

აარონ რემზის გოლი

"მეგონა, რომ გოლკიპერი უფრო ახლოს იმყოფებოდა ჩემთან, მიწვდებოდა ბურთს და მოგერიებას შეძლებდა. ინსტინქტურად ვიმოქმედე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. კრიშტიანოს ბოდიში მოვუხადე", - ამბობს რემზი ჟურნალისტებთან.

შეხვედრა იუვენტუსის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ მოგების წყალობით, მაურიციო სარის შეგირდებმა D ჯგუფში 10 ქულა დააგროვეს და ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში თამაში გაინაღდეს. ჯგუფში მეორე ადგილზე მადრიდის ატლეტიკოა 8 ქულით. იუვენტუსი ლიგაში მომდევნო მატჩს სწორედ ატლეტიკოსთან გამართავს - 26 ნოემბერს, ტურინში.

კომენტარები

ბოლო ამბები