Thumbnail
  • ობამეიანგი ახალ კონტრაქტს ხელს ზაფხულამდე არ მოაწერს
  • ბარსაში მას სუარესის შემცვლელად განიხილავენ

El Chiringuito-ის ინფორმაციით კატალონიური ბარსელონა პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას შეეცდება. გაბონელი ფეხბურთელი ლუის სუარესის შემცვლელად განიხილება, რომელიც ბოლო დროს ტრავმიანობს.

ბარსელონას ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, 30 წლის ფეხბურთელის დამატება გამარტივდება. გავრცელებული ინფორმაციით, ობამეიანგს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია გუნდი იმ შემთხვევაში დატოვოს, თუ ის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება.

ობამეიანგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა

ინგლისური კლუბი მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის სურს, შემტევი მოთამაშე კლუბში დატოვოს. ლონდონში ობამეიანგს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, ხელფასის სახით კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებს, თუმცა თავად გაბონელი ხელშეკრულების გაგრძელებას ზაფხულამდე არ გეგმავს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ალექსანდრე ლაკაზეტემაც. პიერს არსენალთან კონტრაქტი 18 თვეში ეწურება.

აარონ რემზის და ალექსის სანჩესის გაშვების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, იმ შემთხვევაში, თუ ობამეიანგის წასვლა გადაწყდება, სარფიანად გაყიდონ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი მას შემდეგ, რაც გრანიტ ჯაკას კაპიტნობა ჩამოართვეს, გუნდის კაპიტანი გახდა. გუნდისთვის ახალი ლიდერის დაკარგვა კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება.

ობამეიანგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები