Thumbnail
  • სერბი ჩოგბურთელი ნადალთან და ფედერერთან გამარჯვებებს ვერ ივიწყებს
  • ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის ტურნირები 16-ჯერ აქვს მოგებული

სახელოვანმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩებზე ისაუბრა და ესპანელ რაფაელ ნადალთან და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან მარათონული ორთაბრძოლები გამოარჩია.

“ასეთი 2 შეხვედრაა. ავსტრალიის ღია პირველობის 2012 წლის ფინალი რაფაელ ნადალთან და უიმბლდონის 2019 წლის ფინალი როჯერ ფედერერთან. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ის თამაშები მოვიგე. უბრალოდ, იმ მატჩებში მონაწილეობაც კი დიდი პატივი იყო”, - აღნიშნა ნოლემ, რომელსაც ზურგს დიდი სლემებზე მოპოვებული 16 ტიტული უმაგრებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი

შეგახსენებთ, რომ ნადალთან აღნიშნული შერკინება 5 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა 5:7, 6:4, 6:2, 6:7 (5:7), 7:5 იმარჯვა.

რაც შეეხება ფედერთან მატჩს, ის 4 საათისა და 55 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნოვაკმა ამ შემთხვევაშიც ხუთ სეტში მოიგო: 7:6 (7:5), 1:6, 7:6 (7:4), 4:6, 13:12 (7:3).

კომენტარები

ბოლო ამბები