Thumbnail

ვერცხლი უფროსებში – კაზაკოვამ და რევიამ ადაპტაცია სწრაფად გაიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოციგურავეებმა ლატვიაში შარშანაც იყოჩაღეს
  • მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას დეკემბერში გრან პრის ფინალი ელით

ქართველი მოციგურავეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ტურნირზე. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ Volvo Open Cu-ზე შარშან იუნიორთა შორის იასპარეზეს და პირველობა არავის დაუთმეს, წლეულს კი, ძალები კი უკვე უფროსებში მოსინჯეს და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

მოგეხსენებათ, მოციგურავეებისთვის ახალ ასაკობრივ ჯგუფში გადასვლა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა ადაპტაცია მალე გაიარეს და ლატვიურ ტურნირზე მხოლოდ ფავორიტად შერაცხულ რუსულ წყვილს ჩამორჩნენ.

კაზაკოვამ და რევიამ მოკლე პროგრამაში 69.95 ქულა მიიღეს, თავისუფალში – 112.48, ჯამში კი, 182.43 ქულა მოუგროვდათ. სამივე შემთხვევაში, ქართულმა დუეტმა მე-2 შედეგი დააფიქსირა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ახლა, მარია და გიორგი ისევ იუნიორთა კატეგორიაზე გადაერთვებიან, სადაც მომავალ თვეს მნიშვნელოვანი ტურნირი ელით. 5-9 დეკემბერს იტალიის ქალაქი ტურინი გრან-პრის ფინალს უმასპინძლებს და რჩეულ წყვილთა შორის ქართველებიც იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები