Thumbnail

საიდუმლო ამოხსნილია - ჰარდენის სტატისტიკას სტრიპტიზ-კლუბები განსაზღვრავენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯეიმს ჰარდენის სტატისტიკური მაჩვენებლები Reddit-ზე გამოიკვლიეს
  • ამერიკელი ვარსკვლავის სტრიპტიზ-კლუბებისადმი სიყვარული საქვეყნოდაა ცნობილი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი გაცილებით ცუდად თამაშობს იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი დონის სტრიპტიზ-კლუბებია.

ეს უაღრესად საჭირო კვლევა სოციალურ ქსელ Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩაატარა, რომელმაც აღნიშნულისთვის დრო და ენერგია არ დაიშურა და მთელი რიგი სტატისტიკური გრაფიკები  შეადგინა.

ჰარდენის სტრიპ-კლუბებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ კარგადაა ცნობილი. რამდენიმე ამგვარ დაწესებულებას საპატიო ადგილას ჯეიმსის მაისურაც კი აქვს გამოფენილი, გოგონებს კი, ამერიკელი კალათბურთელისგან ძვირფასი საჩუქრები არაერთხელ მიუღიათ.

“სტატისტიკურად მტკიცდება, რომ ჰარდენის შედეგიანობა გაცილებით იკლებს იმ ქალაქებში, სადაც ხარისხიანი კლუბებია. მიზეზი ცნობილია. ჯეიმსს ღამის ცხოვრებაზე უარის თქმა უჭირს და ეს, ხშირ შემთხვევაში თამაშის წინა დღესაც კი ხდება” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

მისივე გამოთვლებით, ჰიუსტონ როკეტსის ლიდერს ყველაზე მეტად მაიამიში თამაში უჭირს, რომლის სტრიპ-კლუბებიც საქვეყნოდაა ცნობილი. სამაგიეროდ, ყოველთვის კარგი შედეგები აქვს ტორონტოში, რომელიც აღნიშნულის მხრივ მოიკოჭლებს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ 30 წლის მცველი მიმდინარე სეზონის სტარტზეც დიდებულად გამოიყურება. კლუბებში დროის ტარების თუ მის მიუხედავად, ჯეიმსი საშუალოდ 36.5 ქულას, 8.1 პასს და 5.0 მოხნას აგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები