Thumbnail
  • გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
  • ზედიზედ 4-4 ბლოკი 3 თამაშში. აქამდე ეს ხუთმა ახალწვეულმა მოახერხა

NBA-ს 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულმა გოგა ბითაძემ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - მან ინდიანას 8-დან 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გოგა საშუალოდ 18.2 წუთს ატარებს მოედანზე და გუნდს 6.7 ქულით, 5.0 მოხსნით, 1.5 პასითა და 2.2 ბლოკით ეხმარება. 

18 წუთში 2.2 დაფარება ელიტური მონაცემია NBA-ს საზომითაც. გოგამ სწორედ ბლოკ-შოტებით დაამახსოვრა თავი ბევრს უკვე ამ სეზონში. 

📋 მეტი ამ თემაზე:

კლივლენდთან, ჩიკაგოსთან და შარლოტთან, ზედიზედ სამ თამაშში გოგამ 12 დაფარება გააკეთა. 

როგორც აღმოჩნდა, ასეთი რამ - ზედიზედ სამ თამაშში 4-4 ბლოკი - დებიუტანტებს შორის NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ხუთ კალათბურთელს გაუკეთებია - ტიმ დანკანს, ლამარ ოდომს, იაო მინს, კენიონ მარტინსა და ჯარეტ ალენს. 

საშუალოd 2.2 დაფარებით გოგა ბითაძე ასოციაციაში ამჟამად მე-8 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები