Thumbnail

‘ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მწვრთნელია’ - კეპამ ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლონდონის ჩელსი კარგ სათამაშო ფორმაშია
  • გუნდის მეკარე კეპამ ლამპარდზე ისაუბრა

ლონდონის ჩელსი 11 ტურის შემდეგ 23 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხეა. გუნდი კარგად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე. "არისტოკრატების" კარგ თამაშში დიდი წვლილი მიუძღვის მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს.

კეპა არისაბალაგა ყველაზე ძვირად შეძენილი მეკარეა

ინგლისელ სპეციალისტზე ლონდონური კლუბის მეკარემ კეპა არისაბალაგამ ისაუბრა. ესპანელი ინგლისში 2018 წლის ზაფხულში ბილბაოს ატლეტიკიდან გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელი ყველაზე ძვირად შეძენილი მეკარეა.

"ლამპარდი კლუბის ლეგენდაა, იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ფრენკი სულ მეორე წელია, რაც მწვრთნელია, თუმცა თავის გამოცდილებას მთლიანად გვიზიარებს. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მწვრთნელია", - განაცხადა კეპამ.

ფრენკ ლამპარდმა ლონდონის ჩელსი წელს ჩაიბარა

ჩელსის ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ინგლისური კლუბი იბრძვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები