Thumbnail
  • ინდიანას ფორვარმა ქართველი ცენტრი შეაქო
  • გოგა ბითაძის სარგებლიანი გარჯა პეისერსის საიტმაც აღნიშნა

ინდიანა პეისერსის მსუბუქი ფორვარდი ჯაკარ სამპსონი გოგა ბითაძის თამაშს გამოეხმაურა და ქართველი კალათბურთელის პროგრესზე ისაუბრა.

“მისი წინსვლა მართლაც შთამბეჭდავია. გოგა ყველაფერს დამაჯერებლად აკეთებს და შემიძლია ვთქვა, რომ სწორ გზას ადგას. ის მოძრაობებსაც ნელ-ნელა ხვეწს და პერიმეტრიდანაც სახიფათოა. ბითაძის პროგრესით ძალიან გახარებული ვარ”.

ცნობისთვის, პეისერსის რიგებში არსებულმა ტრავმების ეპიდემიამ, გოგას გარდა, შანსი სამპსონსაც მისცა და ბოლო ორ მატჩში ის გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.

ჯაკარისთვის ყველაზე წარმატებული დღეს დილით ვაშინგტონთან გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელშიც 24 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

გასულ შეხვედრაში ინდიანელებმა მაილს ტერნერისა და ვიკტორ ოლადიპოს გარდა, ტრავმის გამო, კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი ჯერემი ლემბი მოისაკლისეს, რის გამოც თადარიგის მოთამაშეებს კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრათ. ამ მომენტს გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ხაზს განსაკუთრებულად უსვამს.

“მე-2 მეოთხედის სტარტზე თავისი სიტყვა მარქაფის კალათბურთელებმა თქვეს. გოგა ბითაძის, დაგ მაკდერმოტის და ჯასტინ ჰოლიდეის სამქულიანების წყალობით, ინდიანამ 14:5 გაქცევა მოაწყო და უპირატესობა დაიბევა. საბოლოო ჯამში, პეისერსის სათადარიგოებმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი – 43 ქულა მოაგროვეს, ამ მხრივ საუკეთესოები კი მაკდერმოტი (19) და ბითაძე (13) იყვნენ”, - ვკითხულობთ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ინდიანას მომდევნო მატჩი 9 ნოემბრის დილას ისევ შინაურ კედლებში ელის, მეტოქედ კი დეტროიტ პისტონსი ეყოლება, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ (!) დაუპირისპირდება.

📋 მეტი ამ თემაზე:

პეისერსმა სეზონის პირველი მატჩი სწორედ დეტროიტელებთან გამართა და შინ 110:119 წააგო, რამდენიმე დღეში კი ისტონსთან უკვე სტუმრად 94:96 დამარცხდა, ამდენად, რევანშისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ამჟამად, პეისერსს 4 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები