Thumbnail
  • პედრო ჩელსიში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • ესპანელი ‘არისტოკრატებს’ 2015 წელს შეუერთდა

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელი პედრო, შესაძლოა, თურქულ ფენერბაჰჩეში გადავიდეს. 32 წლის ესპანელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება და შეუძლია, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. თურქულ კლუბს სურს, პედროსთან შეთანხმებას იანვარშივე მიაღწიოს.  

პედრო და ჟირუ სათამაშო დროის სიმცირეს განიცდიან

“არისტოკრატთა” რიგები შესაძლოა დატოვოს ოლივიე ჟირუმაც, რომელსაც ძირითად თერთმეტეულში აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი უპირატესობას ახალგაზრდა მოთამაშეებს ანიჭებს და ფრანგს და ესპანელს მცირე სათამაშო დროს აძლევს. პედროს პრემიერლიგის ამ სეზონში მხოლოდ 3 თამაში აქვს ნათამაშები.

ესპანელი შემტევი ინგლისში ბარსელონადან 2015 წელს 21.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 191 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 42 გატანილი გოლით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები