Thumbnail
  • მსაჯებმა გოგა ბითაძე დაინდეს, შემდეგ კი ტყუილად დააჯარიმეს
  • ქართველ ცენტრს ფოლების გამო მოედანი უკვე 2-ჯერ დაატოვებინეს

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის და შარლოტ ჰორნეთსის მატჩმა, რომელიც მაიკლ ჯორდანის მფლობელობაში მყოფმა გუნდმა ოვერტაიმში 122:120 მოიგო, მსაჯობის კუთხით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ გამართულ შეხვედრაში ინდიანელებმა მხოლოდ 7 საჯარიმო ესროლეს, შარლოტელებმა კი – 42. ამასთან, პირველ ტაიმში აღნიშნული სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 30:2.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ პეისერსის ქომაგები არბიტრების ქმედებებით უკმაყოფილონი დარჩნენ და ლიგის ხელმძღვანელობის პოზიციას მოუთმენლად ელოდნენ. სამსაჯო კომიტეტმა მატჩის მიწურულს 2 შეცდომა მართლაც აღიარა და საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში ყურადღების ცენტრში გოგა ბითაძე მოექცა.

საგულისხმოა ისიც, რომ მსაჯებს ერთ ეპიზოდში ინდიანა მართლაც დაუჩაგრავთ, თუმცა, ერთხელ ჰორნეტსის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც მიუღიათ.

მთავარი ამბები დასკვნით ორწუთეულში დატრიალდა, როდესაც თავდაპირველად დევონტე გრემმა ბითაძის მეურვეობის მიუხედავად ურთულესი ორქულიანი ჩააგდო, თუმცა, როგორც ირკვევა, დამცველსა და შემტევს შორის კონტაქტიც იყო და ამერიკელ უკსანხაზელს “ენდ ვანიც” ეკუთვნოდა.

📺 პირველი სადავო მომენტი

თუკი ამ ეპიზოდში მსაჯებმა ქართველი ცენტრი დაინდეს, რამდენიმე წამში უკვე გოგას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბითაძეს შეტევაში დაუფიქსირეს პერსონალური ფოლი კოდი მარტინის წინააღმდეგ.

“ბითაძეს მოძრაობა უკვე სრულად ჰქონდა დასრულებული, როდესაც მასთან მარტინი აღმოჩნდა და კონტაქტში შევიდა. ამ დროს გოგას წესი არ დაურღვევია, მარტინის მოძრაობა კი მცირე კონტაქტის ადეკვატური არ ყოფილა”, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

📺 მეორე სადავო მომენტი

ჩვენ კი დავძენთ, რომ მალევე გოგა კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, 6 პერსონალური ფოლის გამო სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ფარქვეშ მაღალი კალათბურთელის გარეშე დარჩენილ ინდიანას სამწამიანი ზონის დაცვა ძალიან გაუჭირდა, რაც თამაშის საბოლოო შედეგზეც აისახა.

აღსანიშნავია, რომ გასულ მატჩში ყველაზე მეტი დავა ოვერტაიმის ბოლოსწინა წამზე დაფიქსირებულმა ჯარიმამ გამოიწვია, თუმცა, იმ შემთხვევაში არბიტრების ბრალეულობა არ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ შარლოტელთა ბოლო შეტევაში ჯაკარ სამპსონი იმავე გრეჰემთან კონტაქტისთვის დააჯარიმეს. ამ დროს საფინალო სირენამდე 1.8 წამი რჩებოდა, დევონტემ კი ორივე ტყორცნა გამოიყენა და ჰორნეტსს 122:120 მოაგებინა...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები