Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 124:129 მილუოკი ბაქსი
  • მასპინძლებმა კავაი ლეონარდი დაასვენეს
  • იანის ანტეტოკუნმპომ ახალი რეკორდი დაამყარა

NBA-ში დღის მთავარი მატჩი ლოს ანჯელეს კლიპერსისა და მილუოკი ბაქსის დაპირისპირება გახლდათ. სამწუხაროდ, ლოს ანჯელესელებმა ამ მატჩში კავაი ლეონარდის დასვენება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, თამაში მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა და ბოლომდე დაძაბული იყო. კლიპერსი საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე 103:117-ს აგებდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოდა.

ლანდრი შამეტმა ბოლო 4 წუთში 4 სამქულიანი ჩააგდო და სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბა (124:126), მაგრამ მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე კრის მიდლტონმა თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

მილუოკის გამარჯვება დიდწილად იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა, რომელმაც მორიგი გრანდიოზული მატჩი ჩაატარა. მან 38 ქულა, 16 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 ასისტი დააკლდა. გარდა ამისა, Greak Freak-მა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბერძენი პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 200 ქულა, 100 მოხსნა და 50 პასი სეზონის პირველ 8 თამაშში დააგროვა.

📺 ვიდეო: იანისის თამაში კლიპერსთან

გარდა ამისა, იანისი გახდა მე-6 კალათბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩში მინიმუმ 30 ქულა ჩააგდო, მინიმუმ 15 მოხსნა გააკეთა და მინიმუმ 5 ასისტი ჰქონდა. ბერძენი ამ სიაში კარიმ აბდულ-ჯაბარს, ელჯინ ბეილორს, უილტ ჩემბერლენს, ბობ პეტიტს და ოსკარ რობერტონს შეუერთდა.

კავაი ლეონარდის არყოფნაში, კლიპერსიდან საუკეთესოები ლუ უილიამსი და მონტრეზ ჰარელი იყვნენ - ორივემ 34-34 ქულა დააგროვეს. პატრიკ ბევერლიმ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

📺 ვიდეო: ლოს ანჯელეს კლიპერსი 124:129 მილუოკი ბაქსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები