Thumbnail

მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს
  • ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა. ბატიაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს. 

“ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, მიხეილ ბატიაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე ტოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას. პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

ბოლო ამბები