Thumbnail

გოგა ბითაძემ Old Town Road იმღერა, მაკკონელმა გამოიცნო

ვაშინგტონ უიზარდსთან საშინაო მატჩის წინ, ინდიანა პეისერსის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მორიგ სახალისო შოუში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის ქართველი ცენტრი ამჯერად Pacers-Oke-ში ჩართეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ეს არის კარაოკე-შოუ - გოგას უნდა ემღერა ჰიტი, რომელსაც ჩაურთავდნენ, ხოლო მის თანაგუნდელ ტი ჯეი მაკკონელს კი უნდა გამოეცნო, რას მღეროდა ქართველი. ჰიტი, რომელიც ბითაძეს ჩაურთეს, Lil Nas X-ის Old Town Road გახლავთ, დანარჩენს კი ვიდეოში ნახავთ. გულშემატკივარს, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ მაკკონელი ბითაძის ნამღერს გამოიცნობდა, საჩუქრად გადაეცა ინდიანა პეისერსის სანომრე ნიშანი ქართველი კალათბურთელის ავტოგრაფით.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძე შოუში Pacers-Oke

 

კომენტარები

ბოლო ამბები