Thumbnail

უოკერმა გოლი არ გაუშვა, პარი სენ-ჟერმენი მერვედფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარი სენ-ჟერმენმა პლეი ოფის საგზური გაინაღდა
  • მანჩესტერ სიტის კარს ბოლო წუთებში კაილ უოკერი იცავდა

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბრიუგეს უმასპინძლა და ბელგიურ კლუბს 1:0 სძლია, რითიც პლეი ოფის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. ბრიუგეს ქულის აღება შეეძლო, თუმცა დიანემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

არგენტინელმა მიმდინარე სეზონში მეოთხედ გამოიჩინა თავი. მან ბრიუგეს ორმატჩიან დაპირისპირებაში 3-ჯერ გაუტანა.

იკარდის გამარჯვების გოლი

ატალანტასა და მანჩესტერ სიტის მატჩი დრამატული გამოდგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სტერლინგის გოლს მე-2 ტაიმში პაშალიჩმა უპასუხა, თუმცა ყველაფერი მატჩის ბოლო წუთებში მოხდა, როდესაც ედერსონ მორაეშის ნაცვლად მინდორზე შემოსული კლაუდიო ბრავო მოედნიდან გააგდეს და ბოლო წუთებში კარში კაილ უოკერი ჩადგა, რომელმაც გოლი არ გაუშვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ბრავოს გაძევება

ატლანტა 1:1 მანჩესტერ სიტი

გოლები: სტერლინგი (7), 1:1 პაშალიჩი (49)

დინამო ზაგრები 3:3 შახტარი

გოლები: 0:1 ალანი (13), 1:1 პეტკოვიჩი (25), 2:1 ივანუსეჩი (83), 3:1 ადემი (89), 3:2 მორაეში (90+3), 3:3 ტეტე (90+7)

ლევერკუზენი 2:1 ატლეტიკო

გოლები: 1:0 თომასი (41 ავტოგოლი), 2:0 ფოლანდი (55), 2:1 მორატა (90+4)

 ცრვენა ზვეზდა 0:4 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 ლო სელსო (34), 0:2 სონი (57), 0:3 სონი (61), 0:4 ერიკსენი (85)

პსჟ 1:0 ბრიუგე

გოლი: 1:0 იკარდი (22)

კომენტარები

ბოლო ამბები