Thumbnail
  • ბაიერნი 2:0 ოლიმპიაკოსი
  • B ჯგუფში ტოტენჰემი და ცრვენა ზვეზდაც თამაშობენ 

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-4 ტურის მატჩი 'ალიანც არენაზე' გაიმართა, მიუნხენის ბაიერნმა, რომელსაც დროებითი თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი წვრთნის, ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. 

რეკორდმაისტერს" 4 ტურის მერე ქულათა მაქსიმუმი, 12 აქვს და ის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური გაინაღდა (რამდენიმე წუთში მას იუვენტუსი შეუერთდა, რომელმაც მოსკოვში 2:1 გაიმარჯვა). 

რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყოველ მატჩში გაიტანა (14 თამაში, 20 გოლი).

პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი ბოლო წუთზე მოხდა - კუთხურიდან მოწოდებულს თავით ბენჟამინ პავარი შეწვდა, მაგრამ ფრანგის დარტყმული ძელმა მოიგერია. 

1:0 ლევანდოვსკი 69'

მარჯვენა ფლანგიდან კინგსლი კომანმა ჩააწოდა და რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა.

2:0 პერიშიჩი 89'

მოედანზე ერთი წუთის წინ გამოსულმა ივან პერიშიჩმა ახლო მანძილიდან ოლიმპიაკოსის კარი მეორედ აიღო. 

ბაიერნი 2:0 ოლიმპიაკოსი 

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (69), 2:0 პერიშიჩი (89)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ხავი მარტინესი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა (82. ტოლისო) - გნაბრი (88. პერიშიჩი), მიულერი, კომანი (91. კოუტინიო) - ლევანდოვსკი

ოლიმპიაკოსი (4-3-3): სა - ელაბდელაუი, სემედუ, მერია, ციმიკასი - გილერმე, კამარა, ბუხალაკისი (71. ვალბუენა) - რანდიელოვიჩი (61. მასურასი), გერერო, პოდენსე (79. ელ არაბი)

კომენტარები

ბოლო ამბები