Thumbnail

'დიდი პოლიტიკა დიდ ფეხბურთში' - რაკიცკიმ უკრაინის ნაკრებზე უარი თქვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაროსლავ რაკიცკიმ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
  • ზენიტის ფეხბურთელმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა

დონეცკის შახტარის ყოფილი მცველი იაროსლავ რაკიცკი რუსულ ზენიტში სკანდალით გადავიდა, მას მერე ფეხბურთელმა უკრაინის ნაკრებში ადგილი დაკარგა. ახლა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელმა ნაკრებთან საბოლოო დამშვიდობება გადაწყვიტა. 

უკრაინიდან რუსეთში გადასვლა ქვეყანაში ცუდად აღიქვეს. უკრაინაში ბევრი მიიჩნევს, რომ მას მერე, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთის ორ რეგიონში ღიად უჭერს მხარს სეპარატისტებს, უკრაინელი სპორტსმენები რუსეთში სათამაშოდ არ უნდა გადავიდნენ.

ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ ზენიტის მცველმა ინსტაგრამზე დაწერა: 

View this post on Instagram

Поздравляю, Сборная Украины, с выходом на евро-20, желаю успехов, парни вы молодцы, игра классная! 10 лет назад я дебютировал за главную Команду, а сегодня говорю «до свидания». Я ухожу из Сборной Украины. Я ждал вызов в Команду на протяжении всего 2019 года. Но большой футбол стал большой политикой. Именно страхом руководствуются люди, которые рассылают приглашения в национальную команду. Не навыками футбольного мастерства вы апеллируете. Футбол в не политике? Для меня было честью защищать Сборную своей страны, честь побеждать и доказывать силу Украинцев. Честь представлять цвета своего флага на международной арене. Спасибо всем кто поддерживал и тем кто не поддерживал, Вы заряжали быть ещё сильнее. Я всегда бился на футбольном поле за победу для Украины! Желаю только золотых наград! Спасибо!

A post shared by Yaroslav_Rakitskyy_official (@rakitskyy_official) on

იაროსლავ რაკიცკი: "ვულოცავ უკრაინის ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლას. გილოცავთ ბიჭებო, თქვენ ძალიან მაგრები ხართ! 10 წლის წინ მქონდა დებიუტი მთავარ გუნდში და ახლა ვამბობ "ნახვამდის". მე მივდივარ უკრაინის ნაკრებიდან.

2019 წლის განმავლობაში ყოველდღე ველოდი ნაკრებში გამოძახებას. მაგრამ დიდი ფეხბურთი დიდ პოლიტიკად იქცა. ის ხალხი, ვინც ნაკრებში ფეხბურთელებს იწვევენ შეშინებულები არიან. 

ჩემთვის დიდი პატივი იყო ნაკრებში თამაში და იმის მტკიცება, რომ უკრაინელები ძლიერები ვართ. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი მოედანზე უკრაინისთვის. მადლობა ყველაფრისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები