Thumbnail

იოზილსა და კოლაშინაცზე თავდასხმის სრული ვიდეო - მძარცველებს სასამართლო ელით

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლონდონის პოლიციამ თავდასხმის სრული ვიდეო გამოაქვეყნა
  • მძარცველები 8 ნოემბერს ლონდონის სასამართლოში წარსდგებიან

ლონდონის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სრული ვიდეო (26-წამიანი), რომელზეც ასახულია რესტორან Likya-თან არსენალის ვარსკვლავებზე, მესუთ იოზილსა და სეად კოლაშინაცზე თავდასხმის ფაქტი

სრული ვიდეო

Two men plead guilty to attempted robbery in Hampstead

#JAILED | Two men plead guilty after attempting a brazen robbery in #Hampstead CCTV footage shows they didn't hesitate to draw a weapon when making demands but didn’t bargain on being challenged. One victim stood his ground and fought the suspects off Read more on our website 👉 http://news.met.police.uk/news/two-men-plead-guilty-to-attempted-robbery-in-hampstead-386511

Posted by Metropolitan Police Service on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019

მეტი ამ თემაზე:

ზაფხულში იოზილის Mercedes G-კლასი-ის ავტომობილს დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები მოპედით მიადგნენ, მაგრამ მათთვის მოულოდნელად ბოსნიელმა ფეხბურთელმა მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. თავიდან მხოლოდ 7-წამიანი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ერთ საათში რამდენიმე მილიონი ნახვა ჰქონდა.

ეშლი სმითი და ჯორდან ნორტოვერი

ამჟამად ორივე მძარცველი დაკავებულია - 30 წლის ეშლი სმითი და 26 წლის ჯორდან ნორტოვერი 8 ნოემბერს სასამართლოს წინაშე წარდგებიან. როგორც აღმოჩნდა, მათ ფეხბურთელებს ძვირფასი საათების მოხსნა მოსთხოვეს. ორივე ბრალდებული ყაჩაღობის ფაქტი აღიარა. 

ამ ინციდენტიდან გარკვეული ხნის განმავლობაში ორივე ფეხბურთელი არ თამაშობდა. პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში კოლაშინაცის ანგარიშზე 9 მატჩია, იოზილის - 2. ლონდონის არსენალი მე-5 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები