Thumbnail

20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლიდერებში გაერია. ეს, ბლოკ-შოტების კატეგორიაში მოხდა, სადაც ქართველ ტალანტზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ მოთამაშეს აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინდიანა
  • ვაშინგტონი

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს მიმდინარე სეზონში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული. კლივლენდთან და ბრუკლინთან შეხვედრებში მას მცირე დრო მიეცა და ჯამში მხოლოდ 1 დაფარება ჰქონდა, ბოლო 3 მატჩია კი, ჩვენებურმა აღნიშნულ კომპონენტში გაილაღა.

📺 ბითაძის ჰაილაითები კლივლენდთან

იმავე კლივლენდთან, ჩიკაგოსთან და შარლოტთან პაექრობისას ბითაძე ოთხ-ოთხ ბლოკ-შოტს აგროვებდა, რაც დიდოსტატური მაჩვენებელია.

შედეგად, გოგას საშუალოდ 2.6 დაფარება მოუგროვდა და მხოლოდ ამერიკელ ენტონი დევისს (ლეიკერსი, 3.0) და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს (დალასი, 2.7) ჩამორჩება.

📺 ბითაძის ჰაილაითები ჩიკაგოსთან

ქართველი ლეგიონერის დარი მონაგარი გერმანელ დანიელ ტეისს (ბოსტონი, 2.6) და ამერიკელ ჯონათან ისააკს (ორლანდო) აქვთ, ამდენად, ჩვენებური აღნიშნულ კატეგორიაში მესამე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებს.

ის, რომ გოგა დაფარებების მხრივ მოწინავეთა რიგებშია, დიდად გასაკვირი არაა. ქართველი ცენტრი ამ მხრივ ჯერ კიდევ ადრიატიკის ლიგაში გამოირჩეოდა, NBA-ში კი, სადაც ფიზიკური ორთაბრძოლები უფრო მეტადაა დაშვებული, ბითაძეს მეტი გასაქანი აქვს.

📺 ბითაძის ჰაილაითები შარლოტთან

თუკი გოგას მიერ მიმდინარე სეზონში უკვე განხორციელებულ 13 ბლოკ-შოტს თვალს გადაავლებთ, იოლი სავარაუდოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ევროპაში, მას აუცილებლად ჯარიმას დაუსტვენდნენ...

გოგა წარმატებული სერიის გაგრძელებას უკვე ხვალ დილით ეცდება, როდესაც მისი ინდიანა მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. პეისერსი შარლოტიდან შინაურ კედლებში დაბრუნდა და 7 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათიდან ვაშინგტონ უიზარდსს დაუხვდება.

გამოკითხვა

რამდენს ჩააგდებს გოგა ვაშინგტონთან?

  • 8.5 ქულაზე მეტს
  • 8.5 ქულაზე ნაკლებს

კომენტარები

ბოლო ამბები