Thumbnail

‘მსურს, სეზონის ბოლომდე აქ დარჩეს’ - ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბეილი რეალის დატოვებასთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო
  • უელსელი ფეხბურთელით ჩინური კლუბი ინტერესდება

ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ცუდ ურთიერთობაზე დიდი ხანია ბევრს ლაპარაკობენ. მადრიდის რეალში ფრანგი სპეციალისტის დაბრუნების შემდეგ აქტიურად იწერება უელსელის კლუბიდან წასვლის შესახებ.

სულ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით "სამეფო კლუბი" ბეილს რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერში ჩართავს. 30 წლის ფეხბურთელით ინტერესდება ჩინური შანხაი შენჰუა.

გარეთ ბეილით ჩინური შანხაი შენჰუა ინტერესდება

ზიდანმა გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა: "ყველა ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ არ მსურს ბეილის აქ ყოფნა და მინდა, მან კლუბი იანვარში დატოვოს, თუმცა ეს სისულელეა. ხალხს შეუძლია ილაპარაკოს ჩემზე, ისაუბროს იმაზე, თუ რას ვაკეთებ, მაგრამ არავის აქვს უფლება, დამაბრალოს ის, რაც არასდროს მითქვამს. ყველასთან ერთნაირად ვერ ვიქნები, მაგრამ გარეთთან პრობლემები არ მაქვს. ის აქ არის და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ იგი კარგი ფეხბურთელია და დიახ, მსურს ბეილი სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩეს".

ზიდანსა და ბეილს შორის ცუდ ურთიერთობაზე მედიაში ბევრი იწერება

უელსელ შემტევს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები