Thumbnail
  • ინდიანამ გოგა ბითაძის გვარი განაცხადში შეცდომით ჩაწერა
  • მსგავსი რამ წლების წინ ზაზა ფაჩულიასაც შეემთხვა

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის მაისურით სასტარტო ხუთეულში მე-2 მატჩი ჩაატარა, შარლოტ ჰორნეტსთან ოვერტაიმში წაგებულ თამაშს ერთი საინტერესო ფაქტი უძღოდა.

ინდიანური კლუბის წარმომადგენლებმა ოფიციალურ განაცხადში ქართველი ლეგიონერი კი შეიყვანეს, თუმცა, მისი გვარის დაწერისას შეცდომა დაუშვეს. შედეგად, ცენტრის პოზიციაზე 88 ნომრით Goga Bitazde გამოჩნდა.

ცხადია, აღნიშნული მექანიკურად მოხდა და იმედია, რომ გოგა მალე ისე დონეზე ითამაშებს, მსგავს შეცდომა არავინ დაუშვებს, თუმცა, ერთი დამთხვევის შესახებ კი უნდა ვთქვათ.

2010 წლის მარტში ატლანტა ჰოუქსის ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანზე უცნაური მაისურით გავიდა, რომელზეც მისი გვარი ასე ეწერა: Pcahulia.

ცხადია, ამას ყველამ ყურადღება მიაქცია, ახლანდელი გადასახედიდან კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მაშინაც ქართველი კალათბურთელის გუნდი შარლოტს ეთამაშებოდა...

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები