Thumbnail

ვინ გაწვრთნის ბაიერნს? ვენგერი მზადაა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფავორიტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნი ახალ მწვრთნელს ეძებს
  • არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ დაინტერესებულია
  • თომას ტუხელმა ბავარიულ გრანდს უარი შეუთვალა
  • რალფნ რანგნიკი ფავორიტად რჩება

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ დროისთვის ორი კანდიდატია ფავორიტი.

ერიკ ტენ ჰაგის უარის შემდეგ, რეკორდმაისტერთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები პარი სენ-ჟერმენის გერმანელმა დამრიგებელმა თომას ტუხელმაც უარყო. მან თქვა, რომ ბაიერნი არ აინტერესებს. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები მასიმილიანო ალეგრიზე სერიოზულად არ ფიქრობენ, რადგან იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა გერმანული ენა არ იცის და ინგლისურადაც ცუდად ლაპარაკობს.

რალფ რანგნიკი

როგორც ირკვევა, ფავორიტები არსენ ვენგერი და რალფ რანგნიკი არიან. ვენგერმა უკვე თქვა, რომ ბაიერნი მისთვის ძალიან საინტერესოა. კითხვაზე, დაფიქრდება თუ არა, თუკი ბაიერნის გაწვრთნას შესთავაზებენ, 70 წლის ფრანგმა beIN SPORTS-ს ასე უპასუხა: რა თქმა უნდა! დიდი სურვილი მაქვს, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე. ეს ჩემი საქმეა, რომელიც ძალიან მომენატრა.” აღსანიშნავია, რომ ვენგერი შესანიშნავად საუბრობს გერმანულად.

ჟურნალი Sport Bild კი წერს, რომ ბაიერნის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ რალფ რანგნიკს და უახლოეს დღეებში მასთან დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ. 61 წლის ‘პროფესორი რალფი’ ახლა ლაიპციგში სპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. როგორც ირკვევა, მისი დანიშვნის მომხრეები გუნდში იოზუა კიმიხი და თომას მიულერი არიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები