Thumbnail

'ყველაფერს გავაკეთებ' - მერაბ დვალიშვილი სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ქართველი მებრძოლი სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს 
  • ტურნირს 8-10 ნოემბერს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული უმასპინძლებს

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი ამის შესახებ თავის ფეისბუქზე იუწყება.

სამბოში პლანეტის პირველობას 8-10 ნოემბერს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული უმასპინძლებს. 28 წლის თბილისელი სპორტსმენი კი ძალებს საბრძოლო სამბოში გამოცდის.

"ბოლო ვარჯიში კორეაში გამგზავრებამდე. დღეს საღამოს მივფრინავ სამხრეთ კორეაში. სადაც ტარდება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში. მაქვს პატივი საქართველოს ნაკრებთან ერთად მეც წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა (მხოლოდ) საბრძოლო სამბოში და ყველაფერს გავაკეთებ ჩემპიონობისთვის", - დაწერა დვალიშვილმა ფეისბუქში თავის გვერდზე.

კომენტარები

ბოლო ამბები