Thumbnail

'დივოკ ორიგი... ლივერპულის ლეგენდა!' - კლოპმა ჟურნალისტს სიტყვა შეუსწორა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დღეს ლივერპული ენფილდზე გენკს მასპინძლობს
  • გერმანელმა ჟურნალისტს ორიგის გამოტოვება არ აპატია...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხე ტურის მატჩში ლივეპრული ენფილდზე ბელგიურ გენკს უმასპინძლებს და დღეს მოგებით, ნეაპოლში ზალცბურგის იმედად, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმ ფეხბურთელების გვარბის ჩამოთვლა დაუწყო ვისაც გენკში უთამაშია "დე ბრუინე, კულიბალი, ნდიდი... კიდევ ბევრი მოთამაშე" - ამბობდა ჟურნალისტი.

"დივოკ ორიგი - ლივერპულის ლეგენდა! არ დაგავიწყდეთ ეს სახელი და გვარი..." - გამოეხმაურა იურგენ კლოპი ჟურნალისტის ჩამონათვალს - "ის (ორიგი) ამ ქალაქში ძალიან ცნობილი კაცია!" - დაამატა გერმანელმა.

📄 დივოკ ორიგის გენკში პროფესიულ დონეზე არ უთამაშია, თუმცა 2001-10 წლებში გენკის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა და სწორედ ამ გუნდის აღზრდილია.

კომენტარები

ბოლო ამბები