Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 5 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი  ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 14,6 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სტუმრად ლევერკუზენთან ატლეტიკოს 1,5-ზე მეტ გოლს აქვს - 2,65.  

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

რთული მატჩით დავიწყებ - ლიონი-ბენფიკა. ბოლო წლებია, ბენფიკა ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად თამაშობს, ვერავის უგებს და ცუდად ჰქონდა საქმეები, სანამ შინ ლიონთან ლოპეშმა არ აჩუქა გოლი. ვფიქრობ, რომ ახლაი ლიონი სახლში ბენფიკას უნდა გაუსწორდეს და 1-იანს დავწერ. 

მეორე უნდა გავრისკო - ლევერკუზენი-ატლეტიკო. ატლეტიკოს 1,5-ზე მეტი გოლი. ზოგადად, ატლეტიკო ყოველთვის მომწონს, მებრძოლი გუნდია, მით უმეტეს - ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ, ეს გუნდი 2 გოლის გამტანია. თანაც, ლევერკუზენი ღია ფეხბურთს თამაშობს, თვითონაც შეიძლება გაიტანოს და სულაც 2:2 მორჩეს...

პსჟ-ისა და ბრიუგეს დაპირისპირებაა. ვიცით, რომ დი მარია ფანტასტიკურ ფორმაშია, მბაპეს გოლები გააქვს, იკარდიც არ აკლებს... თან, ახლა შიდა ჩემპიონატში წააგეს, შერცხვენილები არიან და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მოინდომებენ, შინ გაახარებენ პუბლიკას და მინიმუმ, სამ გოლს გაიტანენ მეტოქეს. 

ძალიან სარისკო და პრინციპული თამაშია - დორტმუნდი-ინტერი. პრაქტიკულად წყდება საგზურის ბედი. ხალხი აკლია დორტმუნდს, მაგრამ რომც არ აკლდეს, ინტერს ისეთ კარგ სეზონს ატარებს, მგონია, რომ მოიგებს კიდეც და 2 ბურთსაც გაიტანს. ავიღებ ინტერის X2-ს. 

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს მაგისტრი, პროგნოზისტი გიორგი ჯაფარიძე (giorgi Sao Paulo) იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 11,0.

მაყურებლის ბილეთი 5 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 23,6 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები