Thumbnail

'ისინი მიმზიდველ რაგბის თამაშობენ, საქართველო არა' - იაპონიას 6 ერში იწვევენ?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ექვსმა ერმა შესაძლოა, იაპონია მიიწვიოს
  • თავად იაპონელებს 4 ერში თამაში ურჩევნიათ

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ყველაზე მეტი სარაგბო ექვს ერში საქართველოს ნაკრების მიღებაზე იწერებოდა, შესაძლოა, "ბორჯღალოსნებს" სანუკვარ ტურნირზე იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა შეასწროს...

იაპონიამ ახლახან სარაგბო მსოფლიო თასს უმასპინძლა, სადაც პულში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში დამარცხდა. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში იციან, რომ სწრაფად განვითარებადი სარაგბო ერით თავად ექვსი ერის ორგანიზაციამ გამოთქვა დაინტერესება. 

ექვსი ერის ბოლო გამარჯვებული უელსის ნაკრები

აქამდე არავის წარმოედგინა, რომ ექვსი ერი ევროპის საზღვრებს გაცდებოდა, იაპონია კი ევროპული ქვეყნებისგან 10 000 კილომეტრით არის დაშორებული. ეს ტურნირი თავიდან ბრიტანეთის კუნძულების შეჯიბრება იყო, რომელსაც 1910 წელს საფრანგეთი დაემატა, ხოლო 2 000 წელს - იტალია. 

"ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ ტურნირში საქართველოს ან რუსეთის ჩართვაზე, თუმცა ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია", - წერს Daily Mail. სერ კლავი ვუდვორდი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ექვს ერში გასავარდნი პლეი ოფის შემოღებას ემხრობა. სხვათა შორის, იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ექვსი ერის ორი ქვეყანა დაამარცხა - ირლანდია და შოტლანდია. 

იაპონიის პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ინგლისი მომდევნო ზაფხულში ორ მატჩს გეგმავს იაპონიაში (კობესა და ოიტაში), კუნძულზე დაბრუნება სურს უელსის ნაკრებსაც. 

თებერვალ-მარტში, როცა ექვსი ერი მიმდინარეობს, იაპონიაში შესანიშნავი ამინდებია, იმ დროს ტაიფუნების სეზონი არაა. ის, რომ იაპონიაში ექვსი ერის მატჩები დიდ დაინტერესებასა და მედიის ყურადღებას გამოიწვევს, ცხადია.

მსოფლიო რაგბი ამ ინიციატივას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ იაპონიის მიწვევამ, შესაძლოა, ტრადიციულად მოაზროვნე რაგბის მამები გაანაწყენოს ევროპაში. ასევე ევროპული ლიგები არ მიესსალმებიან, ექვსი ერის გრაფიკის მეტ დატვირთვას. 

სხვათა შორის, იაპონელებს მეტად სურთ რაგბის ჩემპიონშიპში (4 ერი) ჩართვა, რადგან "ოლ ბლექსი" იაპონიაში ძალიან პოპულარულია, ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა. 

The Week: "იტალიამ ექვსი ერის მატჩი ბოლოს 2015 წელს მოიგო. დიდი ხანია, რაც საქართველო ითხოვს ექვს ერში მიღებას, ან პლეი ოფის შემოღებას, რომ მათ, ან რუსებს და რუმინელებს ექვს ერში მოხვედრის შანსი ჰქონდეთ. არც ერთი ეს ქვეყანა არ თამაშობს სანახაობრივ რაგბის იაპონიისგან განსხვავებით". 

კომენტარები

ბოლო ამბები