Thumbnail

'ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ' - მაურო იკარდის პსჟ-ში დარჩენა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ში იჯარით მოთამაშე არგენტინელს ინტერში დაბრუნება დიდად არ სურს
  • თანამშრომლობის გახანგრძლივება კლუბსაც სურს და 26 წლის ფეხბურთელსაც

პარი სენ-ჟერმენში იჯარით მოთამაშე მაურო იკარდი, რომლის სატრანსფერო უფლებებს მილანის ინტერი ფლობს, დიდი ალბათობით, პარიზში სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილს ფრანგული კლუბიც გამოთქვამს და თავად არგენტინელი ფეხბურთელიც.

ცოტა ხნის წინ მედიაში დაიწერა, რომ 26 წლის თავდამსხმელის კონტრაქტის გამოსყიდვაზე პსჟ მილანელებთან დალაპარაკებას ზამთარში აპირებს, ახლა კი ამ შესაძლებლობაზე თავად იკარდიმაც ისაუბრა.

მეტი ამ თემაზე: პსჟ მაურო იკარდის გამოისყიდის - არგენტინელი პარიზში ბედნიერია

"მოედანზე თავი უნდა წარმოვაჩინო და მომავალ თვეებშიც ასე უნდა გავაგრძელო. სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, დავრჩები თუ არა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პსჟ-ში დავრჩე", - ამბობს არგენტინელი.

ინტერის ყოფილ კაპიტანს ბოლოს მილანელებთან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა

მაურო იკარდი პარი სენ-ჟერმენში მილანის ინტერიდან სექტემბრის დასაწყისში, საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიგა 1-ის 5 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

საფრანგეთის ჩემპიონატში გასული 12 ტურის შემდეგ პარი სენ-ჟერმენს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

მაურო იკარდის მილანის ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. transfermarkt არგენტინელის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 80 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები