Thumbnail

სასამართლომ ნეიმარი არ დასაჯა - ბრაზილიელს რენის ფანატისთვის დარტყმა შერჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის ვარსკვლავი რენის ქომაგისთვის დარტყმის გამო არ დაისჯება
  • სასამართლომ ბრაზილიელ ფორვარდს მხოლოდ კანონები შეახსენა
  • საინტერესოა, რა მოხდებოდა, ფანატს რომ დაერტყა ნეიმარისთვის 

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ნეიმარის საქმეზე, რომელიც 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ, საფრანგეთის თასის ფინალში, რენის გულშემატკივრისთვის ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 28 აპრილს, საფრანგეთის თასის ფინალურ შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა, რომელშიც პარი სენ-ჟერმენი რენთან პენალტების სერიაში დამარცხდა (2:2, 5:6).

წაიკითხე | საფრანგეთის თასის დრამატული ფინალი

როდესაც პარიზელი ფეხბურთელები ვერცხლის მედლების მისაღებად ტრიბუნისკენ მიემართებოდნენ, ნეიმარს შელაპარაკება რენის ერთ-ერთ გულშემატკივართან მოუვიდა, რის შემდეგაც მას ხელი დაარტყა. მოგვიანებით გულშემატკივარმა ნეიმარს სასამართლოში უჩივლა.

📺 ინციდენტი 

AFP-ის ცნობით, პროკურატურამ ბრაზილიელ თავდამსხმელს ფოსტით გაუგზავნა და ასე შეახსენა კანონები, მისთვის რაიმე სახის სანქციების დაკისრებისგან კი თავი შეიკავა. გულშემატკივრის ადვოკატმა ფილიპო ოაიონმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, პირიქით რომ მოხდარიყო და ნეიმარისთვის მის კლიენტს დაერტყა, ამ უკანასკნელს ალბათ ციხეშიც ჩასვამდნენ.

რენის გულშემატკივართან დაკავშირებული ინციდენტის გამო ნეიმარი უკვე დასაჯა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ - პსჟ-ის ფორვარდმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, ბარსელონიდან გადავიდა. ტრანსფერის ფასმა 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მსოფლიო ფეხბურთში რეკორდია.

კომენტარები

ბოლო ამბები